logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: როგორც „სააკაშვილის მუზეუმს“ უყურებთ „სერიოზულად“, ისეთივე „სერიოზულობით“ უნდა შეხედოთ mona.ge-საც
- +

13 ოქტომბერი. 2023. 18:36

 

 

„ჩამოსახრჩობთა სიები ადრეც ჰქონდათ, უბრალოდ, ისეთი პლატფორმებით, როგორიც არის თუნდაც mona.ge, მათი რეესტრში მოყვანა მიდის“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველაფრის მიღმა, რასაც ქართული რადიკალური ოპოზიცია სჩადის, დგას მათი ერთადერთი „ღმერთი“ - ფული.

 

„სხვებისგან განსხვავებით, ხელში მეკავა ნარაზენის ტყეში აღმოჩენილი კასრებიდან ამოღებული საქაღალდე, სადაც წითელი ფლომასტერით ეწერა - „დასაჭერთა სია“. ვიცი ეს სიები, წაკითხული მაქვს უკვე ერთხელ. პირველი გვერდზე „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხელით იყო ჩამოთვლილი აჭარელი, გასატყავებელი ბიზნესმენების სია. შემდგომ იყო - დასაჭერი, დასახვრეტი, ჩამოსახრჩობი და ა.შ. ამათი ერთ-ერთი ლიდერი არ გვემუქრებოდა, რომ ბოძებზე უნდა ჩამოვეკიდებინეთ უკრაინიდან დაბრუნებულ ჩვენს მეომრებს? ანუ, ეს სიები უკვე ჰქონდათ და  აქვთ, უბრალოდ, ისეთი პლატფორმებით, როგორიც არის თუნდაც mona.ge, მათი რეესტრში მოყვანა მიდის; ციფრულ-ელექტრონულ ფორმას აძლევენ. ამ ყველაფრის მიღმა არის მათი ერთადერთი ღმერთი - ფული, რომელსაც სუნი არ აქვს. ამიტომ  ჩადის იგივე კვიპროსზე ადამიანების რიგი, რომელთაც ერთადერთი რამ სურთ - ფული. მათ ვიღაცამ პარტიულ ბარათზე პინკოდი შეუცვალა და კეზერაშვილმა ახალი პინკოდი უნდა გადასცეს ვინმეს, ოღონდ, ფიქრობს, ვის ანდოს ეს. ალბათ, ერთ-ერთი ნიკა გვარამია იქნება, რომელიც ამ პინკოდს ჩამოიტანს და ამისთვის ალბათ სერიოზულ საფასურსაც გამოსტყუებს კეზერაშვილს იმიტომ, რომ ის აპრიორი წაგებულ პარტიაში შედის, მე რომ მკითხო, მაგრამ, რადგან მაინც თავის თავზე იღებს ამ ყველაფერს, ცოტა მეტიც ეკუთვნის. ამიტომ, ამ ყველაფრის უკან არის ფული, დაშინება, პერფორმანსები. როგორც „სააკაშვილის მუზეუმს“ უყურებთ „სერიოზულად“, ისეთივე „სერიოზულობით“ უნდა შეხედოთ mona.ge-საც.“,- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner