logo_geo
eng_logo
საქართველოს ელჩი ბულგარეთის პარლამენტის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: აღნიშნული ატარებს ისტორიულ ხასიათს, რადგან პირველად იქნა მიღებული ბულგარეთის ეროვნულ ასამბლეაში ასეთი ტიპის დეკლარაცია
- +

13 ოქტომბერი. 2023. 19:36

 

"აღნიშნული ატარებს ისტორიულ ხასიათს, რადგან პირველად იქნა მიღებული ბულგარეთის ეროვნულ ასამბლეაში ასეთი ტიპის დეკლარაცია, - ამის შესახებ ბულგარეთში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა ბულგარეთის პარლამენტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცეს.

 

 

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის ვიზიტის პარალელურად, ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ ერთსულოვნად მიიღო მხარდამჭერი დეკლარაცია, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ასევე, კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. დეკლარაციაში ხაზგასმით არის აღნიშნული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერა. აღნიშნული ატარებს ისტორიულ ხასიათს, რადგან პირველად იქნა მიღებული ბულგარეთის ეროვნულ ასამბლეაში ასეთი ტიპის დეკლარაცია“, - აღნიშნა ოთარ ბერძენიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner