logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის პარლამენტის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: მადლობა ჩვენს ბულგარელ კოლეგებს გულწრფელი მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის
- +

13 ოქტომბერი. 2023. 20:42

"მადლობა ჩვენს ბულგარელ კოლეგებს გულწრფელი მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის პარლამენტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.

 

 

ბულგარეთს პარლამენტმა დღეს მიღებული დეკლარაციით მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას! კიდევ ერთი ღია და მტკიცე მხარდაჭერა მეგობარი ქვეყნისგან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! მადლობა ჩვენს ბულგარელ კოლეგებს გულწრფელი მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

ბულგარეთის პარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცეს. დეკლარაცია ასევე, ადასტურებს ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და „ღია კარის“ პოლიტიკის მიმართ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner