logo_geo
eng_logo
ისრაელის არმიამ საზღვარზე მომხდარი აფეთქების შემდეგ ლიბანის მიმართულებით ცეცხლი გახსნა
- +

13 ოქტომბერი. 2023. 20:44

ისრაელის არმიამ საზღვარზე მომხდარი აფეთქების შემდეგ ლიბანის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

 

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, აფეთქებამ ისრაელ-ლიბანის საზღვართან, ჩრდილოეთ კიბუცის ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების ღობე მცირედ დააზიანა. ისრაელის ჯარმა ლიბანის ტერიტორიის მიმართულებით საპასუხო საარტილერიო ცეცხლი გახსნა.

 


ისრაელის ძალებს მოუხდათ განგაშის სიგნალის გააქტიურება ტერორისტების შესაძლო შემოპარვასთან დაკავშირებით. ამჟამად თავდაცვის ძალები ახლო ტერიტორიებს ჩხრეკენ.

 

 

BBC-ის ინფორმაციით, არსებობს მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება იმ შემთხვევაში, თუ ლიბანის შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლა“ გადაწყვეტს ჩარევას და თავისი პალესტინელი მოკავშირეების მხარდასაჭერად ისრაელს შეუტევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner