logo_geo
eng_logo
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ღაზას სექტორში ჰუმანიტარული სიტუაციის განსახილველად კაიროში გაემგზავრება
- +

13 ოქტომბერი. 2023. 20:44

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს კაიროში გაემგზავრება. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

ბერბოკი ეგვიპტეში ღაზას სექტორში ჰუმანიტარული სიტუაციის განსახილველად მიდის.
ბერბოკის თქმით, ის ეგვიპტესთან და გაეროსთან გამართავს მოლაპარაკებებს ღაზას მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სივრცის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ მილიონზე მეტ მოქალაქეს სახმელეთო შეტევის მოლოდინში საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.

 

 

ეგვიპტე რაფაჰის სასაზღვრო პუნქტს აკონტროლებს, რომელიც ანკლავში ერთადერთი გადასასვლელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner