გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს კაიროში გაემგზავრება. ამის შესახებ BBC წერს.
ბერბოკი ეგვიპტეში ღაზას სექტორში ჰუმანიტარული სიტუაციის განსახილველად მიდის.
ბერბოკის თქმით, ის ეგვიპტესთან და გაეროსთან გამართავს მოლაპარაკებებს ღაზას მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სივრცის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ მილიონზე მეტ მოქალაქეს სახმელეთო შეტევის მოლოდინში საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.
ეგვიპტე რაფაჰის სასაზღვრო პუნქტს აკონტროლებს, რომელიც ანკლავში ერთადერთი გადასასვლელია.