logo_geo
eng_logo
ისრაელის არმია აცხადებს, რომ სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის შეტევები დაიწყო
- +

13 ოქტომბერი. 2023. 22:07

ისრაელის არმია აცხადებს, რომ მისმა სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის შეტევები დაიწყო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის სამხედრო ძალებმა განახორციელეს ლოკალიზებული რეიდები ღაზის სექტორის შიგნით, რათა დაასრულონ ტერიტორიის გაწმენდა ტერორისტებისა და შეიარაღებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

როგორც არმიის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე ოპერაციების დროს ასევე იყო მცდელობები დაკარგული პირების საპოვნელად. სამხედროებმა განაცხადეს, რომ ოპერაციებში ქვეითი და სატანკო ნაწილები მონაწილეობდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner