ისრაელის არმია აცხადებს, რომ მისმა სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის შეტევები დაიწყო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის სამხედრო ძალებმა განახორციელეს ლოკალიზებული რეიდები ღაზის სექტორის შიგნით, რათა დაასრულონ ტერიტორიის გაწმენდა ტერორისტებისა და შეიარაღებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც არმიის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე ოპერაციების დროს ასევე იყო მცდელობები დაკარგული პირების საპოვნელად. სამხედროებმა განაცხადეს, რომ ოპერაციებში ქვეითი და სატანკო ნაწილები მონაწილეობდნენ.