სამხრეთ ლიბანში სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ Reuters-ი საგანგებო განცხადებაში წერს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ვიდეო ოპერატორის, ისამ აბდალას გარდაცვალების გამო. ისამი „როიტერსის“ ჯგუფის წევრი იყო ლიბანში, რომელიც პირდაპირ სიგნალს გვაწვდიდა ეპიცენტრიდან. ამ საშინელ დროს ჩვენი ფიქრები მის ოჯახთანაა“, - აღნიშნულია Reuters-ის განცხადებაში.
გამოცემის ცნობით, ასევე დაშავებულია Reuters-ის ორი ჟურნალისტი, რომელთაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.