logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ჰყავდეს ტერორისტული ჯგუფი, რომელიც შემოდის, ყველაზე ზომაგადასული გზით ხოცავს მის ხალხს, და ასე იცხოვროს. რასაც ისრაელი აკეთებს, სამაგიეროს გადახდა არ არის
- +

14 ოქტომბერი. 2023. 00:04

არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ჰყავდეს ტერორისტული ჯგუფი, რომელიც შემოდის, ყველაზე ზომაგადასული გზით ხოცავს მის ხალხს, და ასე იცხოვროს. რასაც ისრაელი აკეთებს, სამაგიეროს გადახდა არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

 

„არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ჰყავდეს ტერორისტული ჯგუფი, რომელიც შემოდის, ყველაზე ზომაგადასული გზით ხოცავს მის ხალხს, და ასე იცხოვროს. რასაც ისრაელი აკეთებს, სამაგიეროს გადახდა არ არის. რასაც ისრაელი აკეთებს, არის საკუთარი ხალხის სიცოცხლის დაცვა და, როგორც ვთქვი, იმაში დარწმუნების მცდელობა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ერთი რამ უდავოა: სტატუს - კვოს ვერ დავუბრუნდებით, რომელმაც საშუალება მისცა ასეთი რამ მომხდარიყო. ასე რომ, ეს ფიქრის ნაწილი უნდა იყოს და არის კიდევაც“, - განაცხადა ბლინკენმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner