არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ჰყავდეს ტერორისტული ჯგუფი, რომელიც შემოდის, ყველაზე ზომაგადასული გზით ხოცავს მის ხალხს, და ასე იცხოვროს. რასაც ისრაელი აკეთებს, სამაგიეროს გადახდა არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ჰყავდეს ტერორისტული ჯგუფი, რომელიც შემოდის, ყველაზე ზომაგადასული გზით ხოცავს მის ხალხს, და ასე იცხოვროს. რასაც ისრაელი აკეთებს, სამაგიეროს გადახდა არ არის. რასაც ისრაელი აკეთებს, არის საკუთარი ხალხის სიცოცხლის დაცვა და, როგორც ვთქვი, იმაში დარწმუნების მცდელობა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ერთი რამ უდავოა: სტატუს - კვოს ვერ დავუბრუნდებით, რომელმაც საშუალება მისცა ასეთი რამ მომხდარიყო. ასე რომ, ეს ფიქრის ნაწილი უნდა იყოს და არის კიდევაც“, - განაცხადა ბლინკენმა.