ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ X-ში თავდაცვის ძალების ანგარიშზე გამოქვეყნდა.
„ამ დროისთვის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ღაზაში 120 სამოქალაქო პირზე მეტს აკავებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.