ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ისრაელის ბრძანების მიხედვით, ღაზას სექტორიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის განხორციელება შეუძლებელია. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ბორელმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„იმის წარმოდგენაც კი რომ ასეთ ვითარებაში, 24 საათში ღაზადან მილიონი ადამიანის გამოყვანა შესაძლებელია, ჰუმანიტარული კრიზისია“, - განაცხადა ბორელმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს ისრაელს, რომელსაც თავის დაცვის უფლება აქვს, მაგრამ ამ პროცესში ქვეყანამ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონები უნდა დაიცვას.
„ჩვენი პოზიცია ცალსახაა. მაგრამ, როგორც ყველა უფლებას, ამ უფლებასაც ლიმიტი აქვს და ეს ლიმიტი საერთაშორისო კანონმდებლობაა“, - დასძინა ბლინკენმა.