„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთობა-სვეტიცხოვლობას განცხადებით ეხმაურება.
დეპუტატი მცხეთელებსა და სრულიად საქართველოს დღესასწაულს ულოცავს.
„ჩემს საყვარელ ქალაქს, ჩემს მცხეთელებსა და სრულიად საქართველოს, გილოცავთ მცხეთობა-სვეტიცხოვლობას!
საქართველოს უძველესი სატახტო ქალაქი, უნიკალური ისტორიით, ქრისტიანული სიწმინდეებითა და საუფლო მადლით, კვლავ ბურჯად უდგას ქვეყანას.
მცხეთელობა არ არის მხოლოდ დაბადების ადგილი. ეს რამდენადაც სიამაყეა, იმდენად დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის. საუკუნეები ინახავდე ძველი და ახალი აღთქმის ერთობლიობას, ხალენს და უფლის კვართს, არის განსაკუთრებული ვალდებულება სამშობლოს წინაშე.
დალოცვილი იყოს ჩვენი ღვთივკურთხეული ქვეყანა! უფალი ფარავდეს მცხეთასა და სრულიად საქართველოს!“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.