ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასის“ შტაბბინაზე ავიაიერიშის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი მოკლეს, რომელიც ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, მერად აბუ მერადი ღაზას სექტორში „ჰამასის“ საჰაერო სისტემის ხელმძღვანელი იყო, რომელიც გასულ შაბათს ისრაელზე თავდასხმის დროს ტერორისტებს ნავიგაციაში ეხმარებოდა.