logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: სადაც საქართველოში არსებობს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, დიდი ხნის წინ უნდა გაგვეხსნა ლიბერალური ფაშიზმის მუზეუმი
- +

14 ოქტომბერი. 2023. 10:46

თბილისში ექს-პრეზიდენტის მომხრეების მიერ საზოგადოებრივი მისაღების გახსნაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და ამ ფაქტს „სექტანტიზმის“ გამოვლინება უწოდა.

 

 

სადაც საქართველოში არსებობს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, დიდი ხნის წინ უნდა გაგვეხსნა ლიბერალური ფაშიზმის მუზეუმი და მე მგონი გახსნეს, უჩვენოდ, თავის ხარჯებით. ის, რაც ხდება არის ავტოკრატიის კლასიკური გამოვლინება, სექტანტიზმი.

 

 

მინდა შევეხო ამ სექტის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის გიორგი კანდელაკის რეპლიკას. მან ევროპაში რასა იუკნევიჩიენესთან თქვა და თავისი არგუმენტი დაასაბუთა იმით, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება არ იმსახურებს ყბადაღებული სტატუსის მინიჭებას იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში აქ სტალინის 11 ძეგლი გაიხსნა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ხომ სიცრუეა, ეს ერთი, რა შუაშია სტალინი და დღევანდელი საქართველო? რა შუაშია საბჭოთა იმპერიის ბელადი დღევანდელ საქართველოსთან? ამაზე არ გაჩერდა და გააგრძელა თავისი ლოგიკური ჯაჭვი და თქვა, რომ წარმოიდგინეთ, გერმანიაში ჰიტლერის ძეგლს რომ ხსნიდნენო. რა შუაშია ჰიტლერი დღევანდელ საქართველოსთან, ევროკავშირთან და სტატუსთან. სად და ვის ეუბნები ამას, რა პოზიციებიდან და რა ნამუსით ამბობ ასე, როცა კანადის პარლამენტში ერთი „ზიგ ჰაილ“ არ დაუყვირიათ, თორემ ყველაფერი იკადრეს რასა იუკნევიჩიენეს მეკავშირეებმა,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

 

მან საქართველოსა და ლიტვაში შორის პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ ძეგლების დემონტაჟთან დაკავშირებული პროცესები არ შეიძლება მოსაწონი იყოს.

 

 

რაც შეეხება არარსებულ სტალინის 11 ძეგლს, ლიტვაში ყოველთვიურად განა ბელადების, სტალინის ძეგლების დემონტაჟი მიდის, ფაშიზმის დამმარცხებელი, მათ შორის ლიტვაში, რიგითი ჯარისკაცების ძეგლების დემონტაჟი ხდება და ამით ამაყობენ? ესაა მათი ევროპულობისა და მედასავლეთეობის ეტალონი?

 

 

რაც შეეხება ბელადის მუზეუმს, ამ თემას რომ დავუბრუნდეთ, დიახ ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი გამოვლინებაა ეს. მაგალითად, გორში სტალინის მუზეუმის ექსპონატებს რომ გამოიტან - ჩიბუხს, კალამს და სხვა, იქაც კი აზრად არ მოსვლია არავის სამუზეუმო ექსპონატად გამოეტანა სტალინის ჩუსტი, ან საცვლები. ასეთივე მუზეუმი არის წითელ მოედანზე, ორგანყოფილებიანი - ერთში ბელადი წევს და მეორეში ბელადის ნივთებია გამოფენილი, საინტერესო ანალოგიაა.

 

 

ეს არის დემოკრატიულობის ნიმუში, ამით ამაყობენ და ცდილობენ თავიანთი პოზიცია გამოიტანონ ევროპულ ასპარეზზე და პლატფორმაზე? სირცხვილი და თავის მოჭრაა, მაგრამ საცვლები სადაც ჩახდილი გაქვს და ნიღაბი ჩახსნილი, რომელ სირცხვილზეა საუბარი“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner