logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის პარტია, რომელიც, რეფორმების სახელით ციხეში აწამებდა პატიმრებს, კლავდა და აუპატიურებდა ქართველ კაცს
- +

14 ოქტომბერი. 2023. 11:26

ნაცმოძრაობის“ დროს აბსურდი იყო იმაზე საუბარი, რომ ქართულ სახელმწიფოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია მოეხდინა. დღეს კი, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ადამიანზე, მის ღირსებაზეა მორგებული," - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, კოჰაბიტაცია ნამდვილად შეცდომა იყო, მაგრამ 2012 წელს, იმ სიტუაციასა და მოცემულობაში, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ სისხლი არ დაღვრილიყო.

 

 

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ანტისახელმწიფოებრივი, კლანური, რევანშისტული დღის წესრიგით მოქმედი პარტია, რომელიც, რეფორმების სახელით კლავდა და აუპატიურებდა ქართველ კაცს, ციხეში აწამებდა პატიმრებს. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პენიტენციურ სისტემაში ჰყავდა 24 114 პატიმარი; ასევე, ეს არის ძალა, რომელმაც პენიტენციურ სისტემაში 282 პატიმარი წამებით მოკლა; ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც სისტემის სახელით მოკლა სანდრო გირგვლიანი და 1365 დღის განმავლობაში აწამა სულხან მოლაშვილი; ეს არის ძალა, რომელმაც ქუჩაში ჩახოცა ახალგაზრდები. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო ძალა, რომელიც თავად იყო კანონი, სამართალი, პროკურორი, პრეზიდენტი, სასამართლო და ა.შ. ანუ, თავად ქმნიდა სისტემას, რომელიც ქართულ უახლოეს ისტორიაში მკვლელი სისტემის სახელით შევიდა. ეს იყო ძალა, რომლის პოლიტიკურ მემკვიდრეობას დიდხანს გაჰყვება ის პოლიტიკური ცოდვები, რაც ჩაიდინა.

 

 

ამ ვითარებაში აბსურდი იყო იმაზე საუბარი, რომ ქართულ სახელმწიფოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია მოეხდინა. დღეს, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ადამიანზე, მის ღირსებაზეა მორგებული: აღიკვეთა პატიმრების წამება; პატიმრების რაოდენობა ციხეში ორჯერ შემცირდა; ციხეში სიკვდილიანობა 12-ჯერ შემცირდა; მედიასაშუალებები მონოპოლიზებული აღარ არის; ქონებების ღამით გადაფორმება აღარ ხდება და ა.შ.

 

 

„ნაცმოძრაობა“ იყო და რჩება ძალად, რომელსაც ანტისახელმწიფოებრივი მიზნები აქვს; ეს ძალა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ქართულმა სახელმწიფომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რადგან ფიქრობს, რომ სტატუსის მოპოვება „ქართული ოცნების“ არჩევნებში კვლავ გამარჯვების საწინდარია.

 

 

„ნაცმოძრაობა“ ოქტომბერ-დეკემბერში ემზადება რევოლუციური გეგმის განსახორციელებლად და ამაში მას ეხმარება ორგანიზაცია „კანვასი“. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულ პირებს გადაამზადებს ხოლმე რევოლუციის დაგეგმვა-მოწყობა-განხორციელებაში. ამ ორგანიზაციამ 2003 წელს გადაამზადა მიხეილ სააკაშვილი; „კანვასი“ ჩართული იყო არაერთ არაბულ ქვეყნებში მომხდარ გადატრიალებებში, რომლებიც ცნობილია „არაბული გაზაფხულის“ სახელით. „კანვასი“ არის ის ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო უკრაინის მოვლენებში. ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა სინისა სიკმანმა ქართულ ოპოზიციურ სპექტრს პირდაპირ შესთავაზა გადამზადება რევოლუციური სცენარის დაგეგმვასა და განხორციელებაში, თუ ისინი ამას მოისურვებდნენ. ზუსტად ამ სიტყვებით უთხრა, რომ მე მზად ვარ დაგეხმაროთ და გასწავლოთ ის, რაც აქამდე ვასწავლე „ვარდების რევოლუციისთვის“ სააკაშვილის ხალხსო. ამით „კანვასმა“ 2003 წლის „ვარდების რევოლუციაზე“ პირდაპირ პასუხისმგებლობა აიღო. ის დღესაც ჩართულია ამ პროცესებში და ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ „ნაცმოძრაობა“ გამოსულია პოლიტიკური მოთამაშის როლიდან და დესტრუქციულ ძალად არის ქცეული.

 

 

კოჰაბიტაცია ნამდვილად შეცდომა იყო. უბრალოდ, 2012 წელს, იმ სიტუაციასა და მოცემულობაში, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ სისხლი არ დაღვრილიყო“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner