logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი ელენე ხოშტარიაზე: კეზერა ელენეს ყველაზე პრინციპული არჩევანი გამოდგა
- +

14 ოქტომბერი. 2023. 11:27

"ელენე ხოშტარიას, ასეთი პრინციპულობა, რასაც კეზერაშვილის პრმოუტირებაში და დაცვაში იჩენს, არც ერთი იდეოლოგიური პრინციპის დაცვაში არ გამოუვლენია," - წერს სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

 

მისი თქმით, ხოშტარიას პოლიტიკაში შემოსვლას ორი ძირითადი არგუმენტით უჭერდა მხარს - სააკაშვილისთვის საჯარო წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო და გენდერულ კვოტებს და ქალების პოზიტიურ დისკრიმინაციას მხარს არ უჭერდა, ხოშტარიამ ორივეში გადააგდო.

 

 

„ელენე ხოშტარიას, ასეთი პრინციპულობა, რასაც კეზერაშვილის პრმოუტირებაში და დაცვაში იჩენს, არც ერთი იდეოლოგიური პრინციპის დაცვაში არ გამოუვლენია.

 

 

კვოტებიდან ისე მომასრიალა, გაღიმებული დავრჩი. არადა, სულ ორი ძირითადი არგუმენტი მქონდა, როცა მის პოლიტიკაში შემოსვლას მხარს ვუჭერდი: სააკაშვილისთვის საჯარო წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო.

 

 

გენდერულ კვოტებს და ქალების პოზიტიურ დისკრიმინაციას მხარს არ უჭერდა.

 

 

ორივეში გადამაგდო, მაგრამ აი, კეზერა ელენეს ყველაზე პრინციპული არჩევანი გამოდგა. ნეტავ, რატომ?

 

 

მოკლედ, ჩვენ არ შევეკვრებით არავის, ვინც ოპოზიციურ ოლიგარქიას პრინციპულად არ ემიჯნება. ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ოლიგარქიის ოლიგარქიით ჩანაცვლებას“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner