logo_geo
eng_logo
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს
- +

14 ოქტომბერი. 2023. 12:46

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს.

 

 

წირვას კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს. ლიტურგიას დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსული მორწმუნეებიც ესწრებიან.

 

 

წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარი მრევლს ქადაგებით მიმართავს.

 

 

ამასთან, დღეს მცხეთობაცაა. ტაძრის გარეთ, ქალაქის ქუჩებში კი სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner