ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი, ისრაელში საქართველოს საელჩოსთან კოორდინაციით, განაგრძობს ყოველდღიურ რეჟიმში პირდაპირი რეისების განხორციელებას ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით.
გაცნობებთ, რომ 16 ოქტომბერს ჩანიშნულია დამატებითი რეისი თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით. მოცემული დამატებითი რეისი გათვლილი იქნება ისრაელიდან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად, პირველ რიგში ბავშვების, ქალების და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენი კომპანიის საინფორმაციო სამსახურს.