logo_geo
eng_logo
მეუფე შიო: კვართის ფლობა ეს არის ღვთისგან დადგენილი სამოღვაწეო დანიშნულება. კვართის მცველობა გულისხმობს თავდადებასა და მოღვაწეობას ეკლესიის ერთიანობისა და სიწმინდის შენარჩუნებისთვის
- +

14 ოქტომბერი. 2023. 15:45

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა.

 

 

წირვა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიომ მღვდელმთავრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. მსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილთ ქადაგებით მიმართა. საზეიმო წირვას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

მეუფე შიომ მორწმუნეებს სვეტიცხოვლობა მიულოცა.

 

 

კვართის ფლობა ეს არის დიდი ლოცვა-კურთხევა ღვთისგან ჩვენი ერის, როგორც ღვთისგან დადგენილი სამოღვაწეო დანიშნულება, კვართის მცველობა, რაც გულისხმობს თავდადებასა და მოღვაწეობას ეკლესიის ერთიანობისა და სიწმინდის შენარჩუნებისთვის.

 

 

დღესაც ღვთის მადლით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით, ჩვენი ერი ინახავს წმინდა მართლმადიდებელ სარწმუნოებას და გვწამს. იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც, თუ ჩვენ ამ ღვთის დადგენილი გზით ვივლით, თუ ვეცდებით, რომ აღმოვფხვრათ ის ცოდვები, რომელიც არის მიუღებელი ღვთისთვის, რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის გამრავლებას, განვითარებას, სულიერ აღმავლობას, მაშინ მადლი სულისა წმინდისა, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იყო, ამიერიდანაც არ დაგვტოვებს, ჩვენთან იქნება, შეგვეწევა და გაგვაძლიერებს“, - განაცხადა მეუფე შიომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner