ევროლიგის მეორე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „მონაკო“ ანგარიშით 83 - 59 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. შენგელიამ 4-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.