ღაზას სექტორში, სალაჰ-ად-დინის ქუჩაშე, რომელზეც პალესტინელებისთვის ისრაელის მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი საევაკუაციო მარშრუტი გადის თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ დროს მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზის სამხრეთისკენ მიემართებოდა. შედეგად, ადგილზე სულ მცირე 12 ცხედარია აღმოჩენილი. უმეტესობა ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები არიან.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ადგილზე 70 ადამიანი დაიღუპა და თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებენ. ისრაელის თავდაცვის ძალები კი აცხადებენ, რომ მომხდარს იკვლევენ, მტრები კი მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციაში ხელს უშლიან.
„ცახალმა“ ღაზას მოსახლეობას ევაკუაციისკენ პარასკევს მოუწოდა და ამისთვის 24 საათი მისცა. ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ასეთ მოკლე ვადაში მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეუძლებელია.
„ჰამასის“ ხელმძღვანელობამ კი მოსახლეობამ ისრაელის განცხადების იგნორირებისკენ მოუწოდა და მას „ფსიქოლოგიური ომის“ ნაწილი უწოდა.