logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: უნგრეთი არის საქართველოს ევროინტეგრაციის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი - პოზიტიური სიგნალია, რომ ორბანი ჩამოვიდა საქართველოში და აქაც გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ
- +

14 ოქტომბერი. 2023. 18:31

"უნგრეთი, უნგრელი ხალხი და ბატონი ვიქტორ ორბანის მთავრობა არის საქართველოს ევროინტეგრაციის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი. ძალიან პოზიტიური სიგნალია, რომ ის ჩამოვიდა საქართველოში და აქაც გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

 

„ორბანი უპირობოდ არის მომხრე, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან, მასაც, როგორც საქართველოს ყველა ნამდვილ მეგობარს, მიაჩნია, რომ ჩვენო ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. სტატუსი თავად არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი და შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობა ამ პროცესში არის ის, რომ არ დავტოვოთ არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, არ დავტოვოთ არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი დეკემბრისთვის, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას და ეს ასეც იქნება.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მას შემდეგ ჩვენ ბევრი გავაკეთეთ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში და იმედი გვაქვს, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს შედის როგორც საქართველოს ინტერესებში რა თქმა უნდა, ასევე შედის ევროკავშირის ინტერესებშიც“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 10 ოქტომბერს ეწვია. ვიქტორ ორბანი თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შედგა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც უნგრულმა და ქართულმა მხარეებმა ხელი მემორანდუმებს მოაწერეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner