logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: ჩვენ ჩვენი სამშვიდობო გეგმა გვაქვს. არ ვეტრფით და არ ვესწრაფვით მხოლოდ ტერიტორიებს - ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა მშვიდობიანად უნდა მოახერხონ თანაცხოვრება
- +

14 ოქტომბერი. 2023. 18:33

"ჩვენ ჩვენი სამშვიდობო გეგმა გვაქვს. არ ვეტრფით და არ ვესწრაფვით მხოლოდ ტერიტორიებს, ჩვენ გვჭირდება ხალხი, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები," - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ უკრაინის პრეზიდენტის განაცხადების კომენტირებისას.

 

 

ვუსურვებდი უკრაინელ ხალხს, რომ მათმა ხელისუფლებამ ჯერ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოახერხოს. რაც შეეხება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს, ჩვენ ჩვენი სამშვიდობო გეგმა გვაქვს, არ ვეტრფვით და არ ვესწრაფით მხოლოდ ტერიტორიებს, ჩვენ გვჭირდება ხალხი, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები. ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა მშვიდობიანად უნდა მოახერხონ თანაცხოვრება. უნდა მოახერხონ ერთმანეთის გულების და შემდეგ, რა თქმა უნდა, მიწის დაბრუნება. ჩვენ არავის ჭკუის დარიგება არ გვჭირდება“, - განაცხადა ოდიშარიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner