„ჰამასის“ განცხადებით, ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებს ბოლო 24 საათში, 9 მძევალი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
„ეს მოხდა სიონისტების მიერ იმ რაიონების დაბომბვის გამო, სადაც მძევლები იმყოფებიან“, -აცხადებენ ტერორისტები.
ისრაელს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი მძევალი ჰყავს „ჰამასს“. თავიდან 150 ადამიანის გატაცების შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა დღეს „ცახალმა“ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში 120 მძევალი იმყოფება.
დღეს ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცახალი“) ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და უსაფრთხო საევაკუაციო მარშრუტების რუკა გამოაქვეყნა.