ისრაელის საჰაერო ძალებმა მოკლეს „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ალი ქადი, რომელიც გასულ შაბათს, ისრაელის სამხრეთ დასახლებებზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, ის უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
დღეს ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცახალი“) ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და უსაფრთხო საევაკუაციო მარშრუტების რუკა გამოაქვეყნა.