logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: ჯერჯერობით ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს
- +

14 ოქტომბერი. 2023. 21:48

 

 

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ სეზონურ ვირუსებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახლა ქვეყანაში ცირკულირებს რინოვირუსი, ენტეროვისურსი და 7/8% კორონავირუსი.

 

„მსგავსი სურათი გვქონდა გასულ წელსაც. არაფერი უჩვეულო, წლევანდელ სეზონზე არ არის. რაც შეეხება გრიპს, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი ცირკულაციაში არ გამოჩენილა. თითო შემთხვევა იყო წლის 38-ე - და 39-ე კვირაზე, მაგრამ ახლა, მიმდინარე კვირაში გრიპის ვირუსი არ არის“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner