საზოგადოებროვი მაუწყებლის მეორე არხზე, ზვიად ავალიანის თოქშოუ „არგუმენტების დროში" დეპუტატი გოგი თოფაძე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს „რესპუბლიკელებისა" და „მრეწველების" დაპირისპირებაზე.
„ჩვენ, როგორც შევთანხმდით პრემიერთან, ხმას აღარ ვიღებთ. მაგრამ გამომწვევ განცხადებებს აკეთებს ქალბატონი მინისტრი. ცოტა კიდევ მოვითმენთ. მაგრამ არ მინდა, რომ ეს მოხდეს.
თავიდანვე მან გაამწვავა, ჩემი შეურაცხყოფა რომ იკადრა, რა თქმა უნდა, პასუხს გავცემდით!
ჩვენ არ ვაკეთებთ რეაგირებას პატარ-პატარა კბენებზე, მაგრამ თუ ამ ზღვარს გადავლენ, იმდენი მასალა შეიძლება დავდოთ პრესაში და ტელევიზიაში, რომ, ალბათ, არ დარჩებიან კმაყოფილები", -განაცხადა თოფაძემ.
თოფაძეს არ დაუკონკრეტებია, რა მასალების გასაჯაროებაზე საუბრობდა.