logo_geo
eng_logo
ცესკო-მ გოგი თოფაძის „მრეწველები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა
- +

9 სექტემბერი. 2016. 11:43



„თოფაძე - „მრეწველები", ჩვენი სამშობლო" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, „მრეწველების" მიერ ცესკო-ში წარდგენის დოკუმენტაციას საარჩევნო სია არ ახლდა, რაც რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.



რეგისტრაცია გაუუქმდა ახალ პოლიტიკურ ცენტრ „გირჩსაც", რომელმაც შესაბამისი განაცხადით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გუშინ მიმართა.



ამ დროის მონაცემებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 27 საარჩევნო სუბიექტი, რომლებმაც გუშინ დღის ბოლომდე წარადგინეს მაჟორიტარული და პარტიული სიები.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner