logo_geo
eng_logo
შოთა არველაძე: მიქაუტაძეს ვულოცავ პოკერს, ის „აიაქსში“ მეტ სათამაშო დროს იმსახურებს
- +

14 ოქტომბერი. 2023. 23:55

 

 

შოთა არველაძე ტაილანდის ნაკრებთან გიორგი მიქაუტაძის შესრულებულ პოკერს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველ თავდამსხმელს ამსტერდამის „აიაქსში“ თავის გამოჩენის შანსი მიეცემა.

 

„გიორგი მიქაუტაძეს ეროვნული ნაკრების მაისურით პირველ პოკერს ვულოცავ. ისტორიული მიღწევაა და მიხარია, რომ მისი სანაკრებო კარიერა, წლიდან წლამდე უკეთესი ხდება. ეს გოლები ფსიქოლოგიურადაც წაადგება და იმედი მაქვს, კლუბშიც მეტი სათამაშო დრო მიეცემა, რომელსაც იმსახურებს“, – დაწერა შოთა არველაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს ნაკრებში პოკერი (4 გოლი) შეასრულა. გიორგიმ შოთა არველაძის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც ტაილანდთან რეკორდულ მოგებამდე (8:0) „ჯვაროსნების“ ერთადერთი თავდამსხმელი იყო, ვისაც ჰეთ-თრიქი ჰქონდა შესრულებული (სომხეთის და ფარერების ნაკრებებთან).

 

საფრანგეთში აღზრდილმა მიქაუტაძემ საქართველოს მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო. ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელმა „ჯვაროსნების“ ფორმით 19 თამაში ჩაატარა (8 შეცვლაზე) და ამ მცირე პერიოდში მის ანგარიშზე უკვე 8 გოლი და 1 საგოლე პასია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner