ისრაელის თავდაცვის არმია ადასტურებს, რომ ისრაელის სამხრეთ ნაწილის მიმართულებით რაკეტები სირიიდან გაუშვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
„ცახალის“ განცხადებით, ისინი საპასუხო დარტყმებს განახორციელებენ. გაშვებული რაკეტების რაოდენობის ან მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.