logo_geo
eng_logo
სანდრო ფეიქრიშვილი „გარდიანმა“ ტოპ-60 ტალანტებში დაასახელა
- +

15 ოქტომბერი. 2023. 00:39

 

 

„დინამო თბილისის“ 17 წლის ნახევარმცველი სანდრო ფეიქრიშვილი 2006 წელს დაბადებულ 60 ტალანტს შორის დაასახელეს – რჩეული იუნიორები ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ შეარჩია.

 

„ფეიქრიშვილი „დინამოს თბილისის“ აკადემიაში ბოლო წლის განმავლობაში ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევა. ეს კლუბი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ისეთი ტალანტების აღზრდითაა ცნობილი, როგორებიც არიან ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მამარდაშვილი.

 

ფეიქრიშვილი ჩამოყალიბებული, ძლიერი და ამავე დროს, კრეატიული ნახევარმცველია. ფეიქრიშვილი იოლად ახერხებს ბურთის შეტევამდე მიტანას, შორეული გადაცემებით შეტევების მიმართულების შეცვლას, ბოლო პასის გაკეთებას და გატანას. ასევე აღსანიშნავია მისი მუშაობის სიჩქარე, პოზიციის შერჩევა და სწორი პრესინგი.

 

რაც შეეხება შედარებებს, ის სტივენ ჯერარდისა და ფედერიკო ვალვერდეს წააგავს. ფეიქრიშვილს საქართველოს 17, 18 და 19 წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. წელს „დინამო თბილისს“ ვიტალი დარასელიას თასის მოგებაში დაეხმარა. თბილისელებმა აჯობეს ისეთ გუნდებს, როგორებიც არიან „მონცა“, „ჯენოა“ და „სევილია“. მან ფინალში „სევილიასთან“გამარჯვების გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა“, – წერს „გარდიანი“.

 

17 წლის ნახევარმცველი რუსთაველია. „დინამო თბილისის“ ააკდემიაში 6 წლის წინ გადაიყვანეს. სანდრო ფეიქრიშვილი „დინამოს“ და საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ფეიქრიშვილის შვილია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner