ისრაელის თავდაცვის არმიის მტკიცებით, ასობით ათასი პალესტინელი, რომელიც ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილისკენ მიემართება, „ჰამასის“ მიერ მოწყობილი საგუშაგოების გამო, საცობში ფერხდება.
„ჰამასი“ ართულებს ღაზის სექტორის მოსახლეობის გადაადგილებას მთავარ გზებზე და ხელს უშლის სატრანსპორტო საშუალებების გატარებას“, - აღნიშნულია „ცახალის“ განცხადებაში.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.