logo_geo
eng_logo
ბაიდენის განცხადებით, აშშ ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად მუშაობს
- +

15 ოქტომბერი. 2023. 01:14

 

 

თეთრი სახლის ლიდერი ჯო ბაიდენი ღაზას სექტორში მიმდინარე კონფლიქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

 

პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები ისრაელთან, ეგვიპტესთან, იორდანიასა და გაეროსთან ერთად ღაზას სექტორში ჰუმანიტარული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად მუშაობს.

 

„ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს ისრაელის, ეგვიპტის, იორდანიის მთავრობებთან და გაეროსთან ერთად  „ჰამასის“ თავდასხმის შედეგების შესამსუბუქებლად და დახმარების ნაკადის აღსადგენად“, - აცხადებს ბაიდენი.

 

ამასთან, როგორც „ბიბისი“ ბრიტანელ-პალესტინელ ექიმ გასან აბუ სიტაჰიზე დაყრდნობით წერს, რაზას სექტორში უკვე დაშავებულებისთვის არა მხოლოდ საწოლის, არამედ სამედიცინო პერსონალის დეფიციტიც არის.

 

„ათიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი თავშესაფარს ეძებს სამედიცინო დაწესებულებებში, დერეფნებში, პალატებში, ყველგან... “, - ამბობს ექიმი.

 

ინფორმაციისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

 

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

 

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner