logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ძალიან მკაფიოდ იკვეთება საქართველოში და ისრაელში ანტისახელისუფლებო „აყირავებებში“ ნაცნობი სცენარები და საორგანიზაციო ხელი. რისთვის სჭირდებოდათ აქ „მეორე ფრონტი“? შეხედეთ ისრაელს
- +

15 ოქტომბერი. 2023. 11:32

 

 

„ყველაზე დიდი ცინიზმი, რომელიც დამახასიათებელია „გლობალური ომის პარტიისთვის“ იმაშია, რომ სწორედ აშშ-ის დემოკრატების ხელისუფლება წარმოადგენდა პალესტინის ყველაზე დიდ მეკავშირეს, რის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ ენტონი ბლინკენისა და მაჰმუდ აბასის არაერთი მოლაპარაკების პროცესი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

იგი ისრაელსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის ავლებს პარალელს და აცხადებს, რომ გლობალური ომის პარტიას ვინაიდან ისრაელში გაზაფხულზე „მაიდანი“ არ გამოუვიდა, ახლა სხვა მეთოდებს მიმართა სიტუაციის ასარევად.

 

„დღეს ოდნავ ავხადოთ ფარდა „გლობალური ომის პარტიის“ ლოკალური ხასიათის ინტერესებს ისრაელ - პალესტინის ომში. ჩვენ უკვე უკუვაგდეთ ყველანაირი „თუ“  ისრაელის თავდაცვის და სპეცსამსახურების „დახარვეზებულ“ მუშაობაში ეჭვების შეტანასთან დაკავშირებით. ჩემი სამუშაო ვერსიაა - „გაუჩალიჩეს“. ვის? ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას. ვინ? იგივე ძალამ, ვინც „უჩალიჩებდა“ მას საგაზაფხულო ვერშემდგარ „მაიდანს“ - ამის შესახებაც უკვე საკმარისად ვისაუბრეთ.

 

დღეს „ძველაღთქმისეული“ ისრაელი „გლობალური ომის პარტიისთვის“ ლიბერალური იდეოლოგიის თვალსაზრისით უფრო ახლოსაა, ვიდრე კონსერვატიული ვატიკანი და მისი ეკლესიის მცდელობა დასავლურ სამყაროში ტრადიციონალიზმის აღირძინების კუთხით. წელიწადი არ გადის, ისრაელში არ ჩატარდეს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გეი-აღლუმი და ამ კომპონენტში ის არის ერთადერთი ქვეყანა აზიაში. იყო მცდელობა თურქეთში, თუმცა ჩვენ ვნახეთ, თუ რითი დასრულდა იგი.

 

ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის „გლობალური ომის პარტიას“ - ნეთანიაჰუ, რომელიც თეთრ სახლში რესპუბლიკელების სავარაუდო დაბრუნებამდე, სასწრაფოდ ჰყავთ შესაცვლელი თავისი ზეგავლენის ქვეშ მყოფი იაირ ლაპიდით. ამისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, კოალიციური „თანხმობის მთავრობის“ ჩამოყალიბების სახით. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს „ომი“, ნეთანიაჰუს მიერ საკუთარი პოსტის და მინისტრთა კაბინეტის შენარჩუნების შანსები ძალიან მწირია. ხოლო „ღაზას სექტორი“ კი ყველა ვარიანტში განწირულია - ის თამაშობს ისრაელის მომავალი მთავრობისათვის მადლიერების ნიშნად მირთმეულ „მზითევს“.

 

თუ ამ მოსაზრებას აქვს თავისი ლოგიკური და ანალიტიკური დაშვების საფუძველი, ყველაზე დიდი ცინიზმი, რომელიც დამახასიათებელია „გლობალური ომის პარტიისთვის“ იმაშია, რომ სწორედ აშშ-ს დემოკრატების ხელისუფლება წარმოადგენდა პალესტინის ყველაზე დიდ მეკავშირეს, რის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ ენტონი ბლინკენისა და მაჰმუდ აბასის არაერთი მოლაპარაკების პროცესი, სადაც ამ უკანასკნელმა ოფიციალურად სცნო ვაშინგტონის პრიორიტეტული და ექსკლუზიური როლი საკუთარი პრობლემების მოგვარებაში.

 

თუ როგორ „უგვარებს“, ძალიან კარგად ჩანს. ძალიან მკაფიოდ იკვეთება საქართველოში და ისრაელში ანტისახელისუფლებო „აყირავებებში“ ნაცნობი სცენარები და საორგანიზაციო ხელი. რისთვის სჭირდებოდათ აქ სანუკვარი მიზნების მისაღწევად „მეორე ფრონტი“? შეხედეთ ისრაელს. რას გვთავაზობდნენ „ღაზას სექტორის“ მსგავს „მზითევში“? სოხუმის და ცხინვალის პრობლემების „მოგვარებას“. ისრაელის „თანხმობის მთავრობა“ ხომ არ გაგონებთ აქაური „ტექნიკური მთავრობის“ შექმნის იდეას?

 

თუ მაინც დაუჯერებელი ან ალოგიკურია ჩემი მოსაზრება - მაშინ დაველოდოთ საექსპერტო მიმოხილვებს“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner