logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევა ასახული ყოფილიყო კონკრეტულ პოლიტიკურ აქტში
- +

15 ოქტომბერი. 2023. 11:33

 

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევა და მათ შორის პრეზიდენტის მიმართ ნდობის დაკარგვა ასახული ყოფილიყო კონკრეტულ პოლიტიკურ აქტში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს კონსტიტუციის ირგვლივ და სამართლებრივ ჭრილში განსჯის პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს. თუ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, პროცესი პარლამენტში გადმოინაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის მანდატები იმპიჩმენტის ბოლომდე წარმატებით დასასრულებლად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევა და მათ შორის პრეზიდენტის მიმართ ნდობის დაკარგვა ასახული ყოფილიყო კონკრეტულ პოლიტიკურ აქტში“, - განაცხადა წილოსანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner