logo_geo
eng_logo
საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური კონსულტანტის სტატუსი მიენიჭა
- +

15 ოქტომბერი. 2023. 16:58

 

 

2023 წლის 25 ივლისს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას, რომლის წევრები არიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ხოლო დამფუძნებელი პრეზიდენტია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა სპეციალური კონსულტანტის სტატუსი.

 

სპეციალური კონსულტანტის სტატუსი საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ECOSOC- ის 1996/31 რეზოლუციის თანახმად, საშუალებას აძლევს, პროფილის გათვალისწინებით, როგორც მეცნიერთა დარგობრივ საზოგადოებრივ გაერთიანებას, სხვადასხვა ფორმატით ჩაერთოს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს, აგრეთვე მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებების საბჭოს და გარკვეული პირობების გათვალისწინებით გენერალური ასამბლეის და სხვა მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს საქმიანობაში.

 

აღნიშნულის თაობაზე აკადემიამ გულწრფელი მილოცვა მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური და სოციალური საქმეთა დეპარტამენტიდან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner