logo_geo
eng_logo
ისნის რაიონში ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა
- +

15 ოქტომბერი. 2023. 17:38

 

 

ისნის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, მოედნების რეაბილიტაცია ოთხ მისამართზე დასრულდა -   ალ. წულუკიძის II შესახვევის N3-N5 კორპუსების მიმდებარედ, სამგორის დასახლება N28-ის, ვაზისუბნის I მ/რ, კორპ. N1-ის და ლეხ კაჩინსკის ქუჩა N9-ის მიმდებარედ.

 

ისნის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

აღნიშნული პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან  546 670 ლარით დაფინანსდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner