ისნის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, მოედნების რეაბილიტაცია ოთხ მისამართზე დასრულდა - ალ. წულუკიძის II შესახვევის N3-N5 კორპუსების მიმდებარედ, სამგორის დასახლება N28-ის, ვაზისუბნის I მ/რ, კორპ. N1-ის და ლეხ კაჩინსკის ქუჩა N9-ის მიმდებარედ.
ისნის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნული პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 546 670 ლარით დაფინანსდა.