უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
ანგარიში შეხვედრის მეორე ტაიმში, ოთარ კიტეიშვილმა გახსნა, მეორე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასის შედეგად, მესამე გოლის ავტორი ლევან შენგელია გახდა ხვიჩა კვარაცხელიას ჩაწოდების შემდეგ. შეხვედრის ბოლო დამატებულ წუთზე კი კვიპროსელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ ზუსტად განახორციელა და სხვაობა ოთხ ქულამდე გაზარდა.
ეს საქართველოს ნაკრების ზედიზედ მეორე გამარჯვებაა - ვილი სანიოლის გუნდმა ტაილანდის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 8:0 გაანადგურა.