logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევმა ყარაბაღის მთავარ ქალაქში აზერბაიჯანის დროშა აღმართა
- +

15 ოქტომბერი. 2023. 19:16

 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღის მთავარ ქალაქში აზერბაიჯანის დროშა აღმართა.

 

ხანქენდში, რომელსაც ეთნიკური სომხები სტეფანაკერტს უწოდებენ, ეს ალიევის პირველი ვიზიტი იყო.

 

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ხანქენდში აღმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული დროშა და სიტყვით გამოვიდა“, - ნათქვამია ალიევის ოფისის განცხადებაში.

 

ყარაბაღის რეგიონი, რომელიც ცნობილი იყო, როგორც მთიანი ყარაბაღი, 1994 წელს ექვსწლიანი კონფლიქტის შემდეგ ჩამოყალიბდა სეპარატისტულ სახელმწიფოდ ეთნიკური სომხური ძალების კონტროლის ქვეშ. რეგიონი საერთაშორისოდ აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული.

 

2020 წლის შემდეგ მომხდარი ომებით აზერბაიჯანმა ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლი დაიბრუნა, გასულ თვეში კი ბაქომ ყარაბაღზე სრული კონტროლი აღიდგინა. გავრცელებული ცნობებით, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უმრავლესობამ რეგიონი დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner