ევროპული საბჭო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მიიღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს. განცხადების ავტორები „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.
„ევროკავშირი უმკაცრესად გმობს „ჰამასს“ და მის სასტიკ და განურჩეველ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელზე და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ადამიანების სიცოცხლის დაკარგვის გამო. ტერორს გამართლება არ აქვს. ჩვენ მტკიცედ ვუსვამთ ხაზს ისრაელის უფლებას დაიცვას თავი ჰუმანიტარული და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ასეთი ძალადობრივი და განურჩეველი თავდასხმების ფონზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ყველა სამოქალაქო პირი ნებისმიერ დროს დაცული უნდა იყოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.
მოვუწოდებთ „ჰამასს“ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მძევალი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ჩვენ ვიმეორებთ გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მნიშვნელობას და მზად ვართ გავაგრძელოთ ღაზაში ყველაზე მეტად გაჭირვებული მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდაჭერა პარტნიორებთან კოორდინაციით, რათა არ მოხდეს ასეთი დახმარების ბოროტად გამოყენება ტერორისტული ორგანიზაციების მიერ. მნიშვნელოვანია რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება“- აღნიშნულია განცხადებაში.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.