logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
- +

9 სექტემბერი. 2016. 11:49



„ვანში არქეოლოგიურ მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, 14 მილიონი დოლარის ღირებულების  სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება", - ეს ინფორმაცია „ქართული ოცნების" კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა ვანში, წინა საარჩევნოდ გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობას მიაწოდა.



გრიგოლ ლილუაშვილის განმარტებით, რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო. პროექტის მიხედვით, მოწესრიგდება არქეოლოგიური მუზეუმი და მისი მიმდებარე ტერიტორია, რაც თავისთავად ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით გაიზრდება ტურისტების რიცხვი, რაც მუნიციპალიტეტს და ადგილობრივებს დამატებით შემოსავალ მოუტანს.


 

ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეაბილიტაცია ასობით ეკლესია-მონასტერს ჩაუტარდა, მოწესრიგდა მუზეუმები და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორიები. რამდენიმე დღეში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება ვანის არქეოლოგიურ მუზეუმშიც, რომლის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა მსოფლი ბანკმა გამოყო. 14 მილიონი დოლარი არის ის თანხა, რომელიც სამუშაოების დასრულებას უზრუნველყოფს", - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"  ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატმა ვანში  გამართულ შეხვედრაზე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner