logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენის თქმით, რაფას გამშვები პუნქტი გაიხსნება
- +

15 ოქტომბერი. 2023. 21:32

 

 

ეგვიპტეს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკემა განაცხადა, რომ ღაზის და ეგვიპტეს საზღვარზე მდებარე რაფას გამშვები პუნქტი გაიხსნება. ამის შესახებ CNN იტყობინება.

 

„რაფა გახსნილი იქნება. გაეროსთან, ეგვიპტესთან, ისრაელთან და სხვებთან ერთად ავამოქმედებთ მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც ხალხი დახმარებას მიიღებს“, - განმარტა ბლინკენმა.

 

მისივე თქმით, ორშაბათს ისრაელში თურქეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, დევიდ სატერფილდი ჩავა, რომელიც მხარეებს ამ პროცესის კოორდინირებაში დაეხმარება.

 

ბლინკენმა ასევე დადებითად შეაფასა ეგვიპტეს გეგმა საერთაშორისო რეგიონული სამიტის ჩატარების შესახებ, რომელზეც არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. დიპლომატის თქმით, ეს პოზიტიური ნაბიჯია.

 

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ადამიანის სიცოცხლისა და პატივისცემის ღირებულებების დაცვით უნდა მოხდეს.

 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner