იტალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“, რომელიც „ტრენტინოს“ ესტუმრა და 90:75 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთში შედეგიანად გაისარჯა: 15 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი. 16 ქულით მატჩის ბომბარდირი „ვირტუსის“ ამერიკელი ფორვარდი ისაია კორდინიე გახდა.
ბოლონიელები მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს ევროლიგაზე გერმანული „ალბას“ წინააღმდეგ გამართავენ.