logo_geo
eng_logo
თორნიკე შენგელიამ „ტრენტინოსთან“ 15 ქულა ჩააგდო - „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატში მესამე მატჩი მოიგო
- +

15 ოქტომბერი. 2023. 22:40

 

 

იტალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“, რომელიც „ტრენტინოს“ ესტუმრა და 90:75 გაიმარჯვა.

 

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთში შედეგიანად გაისარჯა: 15 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი. 16 ქულით მატჩის ბომბარდირი „ვირტუსის“ ამერიკელი ფორვარდი ისაია კორდინიე გახდა.

 

ბოლონიელები მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს ევროლიგაზე გერმანული „ალბას“ წინააღმდეგ გამართავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner