logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს ეს ქვეყანა არის „ქართული ოცნება“
- +

15 ოქტომბერი. 2023. 23:48

 

 

ქართული ოპოზიცია არის პოლიტიკური ფაროსანა, ცალსახად, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მას მიაჩნია, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება ქვეყანაში დაეყრდნონ, „ქართული ოცნებაა“.

 

ქართულ საზოგადოებაში ყველას ესმის - მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც, რომ ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს ეს ქვეყანა არისქართული ოცნება“. იმისდა მიუხედავად, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მისდამი ქართული საზოგადოების ნაწილს.

 

დღეს ამ პოლიტიკურ ძალაზე დგას ქვეყანა, ჩვენი მომავალი, სიმშვიდე ამ ქვეყანაში. გარშემო არის ცეცხლი, ცეცხლი უნთია ყველა ქვეყანას - სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პალესტინა, თურქეთს გამუდმებით პრობლემები აქვს ხან სირიასთან, ხან ქურთებთან. ერთადერთი ქვეყანა, სადაც არის სიმშვიდე, ეკონომიკური ზრდა [საქართველოა]. გაიხედეთ გარშემო და მერე შემოიხედეთ აქ და მიხვდებით, სად ვართ ჩვენ და სად არის დანარჩენი რეგიონი“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner