logo_geo
eng_logo
ლევან შენგელია: როდესაც სანიოლი ნაკრებში არ მიძახებდა, ვაანალიზებდი, ეს რატომ ხდებოდა
- +

16 ოქტომბერი. 2023. 00:00

 

 

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ლევან შენგელიამ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსთან მოგებულ (4:0) შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც სანაკრებო დონეზე თავისთვის სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა.

 

„რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლის გატანა, თუმცა ეს გოლი მთელი გუნდის დამსახურებაა. გატანილი ბურთი დამეხმარება, ნაკრებში უფრო თავდაჯერებული ვიყო, რაც საკლუბო დონეზე არ მაკლია.

 

პირველად ვილი სანიოლი ეროვნულ გუნდში პოზიციის შეცვლაზე მაროკოსთან მატჩამდე მესაუბრა, ამისთვის მზად ვიყავი.

 

კვიპროსთან და შოტლანდიასთან მატჩებში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ მარცხენა ფლანგზე სათამაშოდ მზად ვიყავი და ვცდილობდი, ადაპტაცია სწრაფად გამევლო.

 

სანიოლმა თქვა, ცხოვრებაში რაღაცები შეცვალაო. არ ვიცი, რა იგულისხმა. როდესაც ნაკრებში არ მიძახებდა, შეიძლება ჩემს ცხოვრებაში რაღაც მართლა შევცვალე. ვაანალიზებდი, ეს რატომ ხდებოდა“, – ამბობს ლევან შენგელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner