logo_geo
eng_logo
ექსპერტი ეფრეიმ მიხაელი: ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ღაზას სექტორში 126 ადამიანია ტყვედ გატაცებული, მათგან 66 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და ორმაგი მოქალაქეობის მქონეა
- +

16 ოქტომბერი. 2023. 00:25

 

 

ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში დაიწყება, როდესაც სიტუაცია მომზადდება“, - ამის შესახებ სამხედრო და პოლიტიკურმა ექსპერტმა, ეფრეიმ მიხაელიმ ისრაელიდან ჩართვისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მან ისაუბრა რა არის სახმელეთო ოპერაციის შეფერხების მიზეზი და რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ის.

 

„ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაცია დაიწყება, როდესაც სიტუაცია მომზადდება. რაზეა ეს დამოკიდებული? ეს დამოკიდებულია რამდენიმე კომპონენტზე. პირველი ეს არის ის, რომ ისრაელმა 2 დღის წინ გამოაცხადა, შეატყობინა მსოფლიოს, რომ ჩრდილოეთი ღაზის ტერიტორიიდან გავიდეს 1,100მლნ ადამიანი და ისინი გადავიდნენ ღაზას სამხრეთით, რადგან ჩვენ სახმელეთო ოპერაციას ვიწყებთ. ისრაელს სურს, რომ რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქეები გავიდეს აღნიშნული ტერიტორიიდან, რათა იქ შევიდეს“, - განაცხადა ექსპერტმა.

 

მისივე თქმით, ქალაქ ღაზას მიწისქვეშ არის მსოფლიოში უდიდესი გვირაბი, სადაც ტერორისტთა შტაბებია განთავსებული, იარაღის საწყობები და მათი კავშირგაბმულობაა. ამდენად, ისრაელის მთავრობა სთხოვს მშვიდობიან მოქალაქეებს ღაზას სამხრეთით გადავიდნენ,

 

ეფრეიმ მიხაელის განცხადებით, მეორე მიზეზი, რის გამოც სახმელეთო ოპერაციას ისრაელი არ იწყებს, ეს „ჰამასის“ ყველა შტაბი ამ დროისთვის განადგურებული არ არის.

 

„იქნება დედლაინი, რომლის დარღვევა აღარ მოხდება და ისრაელი სახმელეთო ოპერაციის ჩასატარებლად შევა“, - აღნიშნა მიხაელმა.

 

ექსპერტმა განაცხადა, რომ ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ღაზას სექტორში 126 ადამიანია ტყვედ გატაცებული, მათგან 66 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და ორმაგი მოქალაქეობის მქონეა.

 

ისრაელი ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციისთვის მზადყოფნას ასრულებს.

 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner